3. მეტაფორა Think Tank
აზროვნების, იდეებისა და სიღრმისეული დისკუსიების სივრცე, სადაც ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ სამყაროს, საზოგადოებისა და ადამიანური ბუნების უკეთ გაგება. ეს არის პლატფორმა პირადი და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ინტელექტუალური დიალოგისთვის, სადაც აზრთა გაცვლა ახალ პერსპექტივასა და შთაგონებას შობს.
Think Tank-ის ფორმატები და თემები
ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ღრმა აზრს, თავისუფალ აზროვნებასა და ცოდნის გაზიარებას.
სიყვარულის 5 ენა — გარი ჩაპმანის მიხედვით
გარი ჩაპმანის ცნობილი მოდელის მიხედვით, ადამიანები სიყვარულს 5 განსხვავებული გზით გამოხატავენ და ღებულობენ: აღიარების სიტყვები, ხარისხიანი დრო, საჩუქრები, მზრუნველობა და ფიზიკური შეხება. მასტერკლასზე გაიგებთ, როგორ ამოიცნოთ თქვენი და პარტნიორის წამყვანი ენა და გადალახოთ ემოციური გაუცხოება.
ღალატის ანატომია — ესტერ პერელის მიხედვით
„რას ვეძებთ ურთიერთობის გარეთ — სხვა ადამიანს თუ საკუთარი თავის სხვა ვერსიას?“ რატომ ღალატობენ მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობაში სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს. სურვილის, საიდუმლოს, ნდობისა და საზღვრების რთული სამყარო; კრიზისის გადალახვა და ურთიერთობის აღდგენის ან გაცნობიერებული დასრულების გზები.
შეყვარებული ტვინი — ჰელენ ფიშერის მიხედვით
რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც გვიყვარდება და ადამიანზე ფიქრი აკვიატებად იქცევა? ბიოლოგიური ანთროპოლოგის ჰელენ ფიშერის კვლევები: ვნება, რომანტიკული მიზიდულობა და მიჯაჭვულობა ნეირომეცნიერების პრიზმიდან; დოფამინის, ოქსიტოცინისა და სეროტონინის როლი ურთიერთობებში.
რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდა
„სულ სხვა რამ მინდოდა… და სრულიად სხვა რეალობა მივიღე.“ მასტერკლასი მათთვისაა, ვისაც ურთიერთობებში, კარიერაში ან საკუთარ თავთან აქვს განცდა, რომ სასურველსა და რეალობას შორის აცდენაა. ემოციური ტრიგერების მართვა და შემთხვევითობიდან გაცნობიერებულ ცხოვრებაზე გადასვლა.
სალონური დებატები & ფილოსოფიური კაფე
ღია ინტელექტუალური დისკუსიები ეგზისტენციალურ თემებზე, ცნობიერების ევოლუციაზე, თანამედროვე ეთიკასა და ადამიანის მომავალზე — ურთიერთპატივისცემის, არგუმენტაციისა და მრავალმხრივი ხედვის პრინციპით.
წიგნის სალონი & იდეების ლაბორატორია
მსოფლიო ბესტსელერების, სამეცნიერო ნაშრომებისა და ფსიქოლოგიური კვლევების სიღრმისეული ანალიზი; იდეების გენერირება, თვალსაწიერის გაფართოება და საზოგადოებრივი დიალოგის გაღრმავება.